საგამოცდო ონლაინ სივრცეს (exams.cu.edu.ge) არ აქვს კავშირი თქვენს კომპიუტერში/მობილურში არსებულ რაიმე სახის ინფორმაციასთან. ეს არის სტანდარტული საიტი და არა აპლიკაცია.
საგამოცდო ონლაინ სივრცის გამოყენება არის უსაფრთხო. კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საიტით სარგებლობისას შეგროვებული ინფორმაციის, რომელიც გამოყენებულ იქნება მხოლოდ საგამოცდო პროცესის მართვის მიზნისთვის, მაქსიმალურ დაცულობას. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე.